თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ირინა ძამაშვილის პერსონალური გამოფენა - ,,ნიღაბს მიღმა".
ირინა ძამაშვილი დაიბადა საქართველოში თბილისში 1977 წლის 8 იანვარს. მხატვრის მამა ედუარდ ლაპკოვსკი, საქართველოში დაბადებული პოლონელი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი გახლავთ. მთელი ბავშვობა ირინამ გაატარა კინოსტუდიაში სადაც მამა მუშაობდა მხატვარ დეკორატორად და ბავშვობიდან ეზიარებოდა ხატვას და დეკორაციების შექმნის პროცესს,ირინა სწავლობდა ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლაში და ასევე მოზარდ- ახალგარდობის ცენტრში, ბავშვობიდან შეისწავლა ისეთი დარგები როგორც ხეზე ჭრა ,ჭედურობა,ქარგვა ფერწერა და გრაფიკა. აქვს შექმნილი 700 მეტი საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები, რომლებმაც დაიმსახურა ქართველ და უცხოური სპეციალისტთა და მნახველთა დიდი ინტერესი.
ირინას ნამუშევრები გამოირჩევა ფერთა სიმრავლით და დეკორატიული ელემენტებით. მან შეიმუშავა საავტორო ტექნიკა შავ ტილოზე რომლითაც აქვს შესრულებული თბილისის ქუჩების ხედები .
მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ინდოეთში, იტალიაში ,რუსეთში და ავსტრალიაში.