28 სექტემბერს , თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ,,კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრისა” და გალერეა ,,კებზარის” ერთობლივ გამოფენა - გაყიდვა “კახეთის სამკაული”.
აღნიშნული გამოფენა , 20 სექტემბერს ერთი დღით მოეწყო მუზეუმის კახთ-მეფეთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და დიდი მოწონება დაიმსახურა.სწორედ საზოგადოების დიდმა ინტერესმა განაპირობა ის რომ გამოფენა ,,კახეთის სამკაული" ორი კვირით კვლავ გამოიფინა თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში.
გამოფენის გახსნაზე, ,,კეზარის " დამფუძნებლებმა მუზეუმს საჩუქრად გადმოსცეს თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ექსპონატის ,, შალის ფარდაგის "(IX საუკუნე, სოფ.მატანი ,კახეთი) ორნამენტის მოტივების მიხედვით დამზადებული ვერცხლის ,,გულსაკიდი" .