თელავის ისტორიული მუზეუმის ფონდს კიდევ ერთი უნიკალური ექსპონატი შეემატა.
თელავის ისტორიულ მუზეუმს თენგიზ სიმაშვილმა — იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და გიორგი მწყერაძემ — არქეოლოგმა, საჩუქრად გადასცეს ბრინჯაოს უნიკალური საბეჭდავი.
აღნიშნული არტეფაქტი შეძენილია კერძო პირისგან და აღმოჩენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში, აწყურის წმინდა გიორგის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საბეჭდავი მიეკუთვნება გლიპტიკური ძეგლების მეტად საინტერესო და იშვიათ ჯგუფს. მასზე გამოსახულია ცხოველის ფიგურა — მწოლიარე მდგომარეობაში, უკან მიტრიალებული თავით. მსგავსი ტიპის საბეჭდავები საქართველოს ტერიტორიაზე მცირე რაოდენობითაა ცნობილი, რაც ნივთს განსაკუთრებულ სამეცნიერო და ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
თელავის ისტორიული მუზეუმი გულითად მადლობას უხდის თენგიზ სიმაშვილსა და გიორგი მწყერაძეს ამ ფასდაუდებელი საჩუქრისთვის და ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
