თელავის ისტორიულ მუზეუმს კიდევ ერთი საინტერესო ექსპონატი შეემატა.
თელავის მუნიციპალიტეტში არსებული კერამიკის სტუდია - „კერა“-ს დამფუძნებელმა, ალექსი გენგაშვილმა, მუზეუმს საჩუქრად გადასცა მის მიერ შექმნილი კერამიკის ლარნაკი.
ეს ნამუშევარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილობრივი ხელოვნების მნიშვნელობას და მუზეუმის ფონდს ამდიდრებს თანამედროვე ქართული კერამიკის საინტერესო ნიმუშით.
მუზეუმი მადლობას უხდის ბატონ ალექსს ამ შესანიშნავი საჩუქრის გადმოცემისათვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი