18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება!
2026 წლის 18 აპრილის თემა არის ,,ცოცხალი მემკვიდრეობა". ეს დღე ეძღვნება რთულ და დაჩქარებული კატასტროფებისა და კონფლიქტების გამო რისკის ქვეშ მყოფი ცოცხალი მემკვიდრეობის დაცვასათვის გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერას.
თელავი გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით - ძეგლებითა და ღირსშესანიშნავი ადგილებით,მათ შორისაა: ბატონის ციხე, შუამთის მონასტერი იყალთოს აკადემია ,ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი...
თელავი - ქალაქი, სადაც ისტორია დღემდე სუნთქავს და ყოველდღიურ ცხოვრებაში განაგრძობს არსებობას. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულის მოგონება არ არის ,ის ცოცხალია, ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მომავალ თაობებსაც გადაეცემა.
ბატონის ციხე - თელავის ისტორიული გული, სადაც საუკუნეების ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის.
ერეკლე II-ის სასახლე (ბატონის ციხე) - ადგილი, საიდანაც ერეკლე II მართავდა ქვეყანას და ქმნიდა მის მომავალს.
ძველი გიგანტური ჭადარი - ბუნებისა და დროის ცოცხალი მოწმე.
შუამთის მონასტერი - სულიერი სიმშვიდისა და ქართული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში, რომელიც საუკუნეებს გადაურჩა.
იყალთოს აკადემია - განათლებისა და ცოდნის ერთ-ერთი უძველესი კერა საქართველოში, სადაც საუკუნეების წინ მეცნიერება და კულტურა ყვაოდა.
ჭავჭავაძეების სასახლე - ქართული კულტურისა და ევროპული გავლენების უნიკალური სინთეზი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.
ეს და სხვა მრავალი ძეგლი გვახსენებს, რომ „ცოცხალი მკვიდრეობა“ ნიშნავს არა მხოლოდ დაცვას, არამედ მის გაცოცხლებას , მოვლას, პატივისცემას და გაზიარებას.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ეს უნიკალური საგანძური და ღირსეულად გადავცეთ მომავალ თაობებს.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი