2022 წლის 15 სექტემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავის მკვიდრებმა - ედუარდ და მერაბ კურტანიძეებმა - შემოიტანეს არქეოლოგიური მასალა - მონეტების სახით... ნივთები აღმოჩენილია უჯარმის ციხე-სიმაგრის მიდამოებში...
მონეტები მიეკუთვნება XI-XII საუკუნეებს - ბიზანტიური, არაბული და ქართული ასომთავრული წარწერებით...
მასალა მეტად ღირებულია მუზეუმისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით შემომწირველებს...