2019 წლის 30 აგვისტოს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა ისაუბრა თემაზე - ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“. შეხვედრის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაქტებისა და დღემდე უცნობი მოვლენების გაანალიზება. თენგიზ სიმაშვილი, სტუდენტობის წლებიდან აქტიურად მუშაობს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საკითხზე. ასევე, სოციალ-დემოკრატების, ბოლშევიზმისა და ეროვნული მოძრაობის თემებზე.
როგორც ცნობილია, ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ. სტილით 30 აგვისტო) წიწამურთან მოკლეს, თუმცა მკვლელობა დღემდე ოფიციალურად გამოძიებული არ არის და არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მისი დამკვეთებისა და მკვლელობის მოტივის შესახებ. მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია და თავისი მასშტაბების გამო, 112 წლის შემდეგაც, არ კარგავს აქტუალობას.
თენგიზ სიმაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული არქივის ფონდებში აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც, მკვლევრის აზრით, ფარდას ხდის ილიას მკვლელობის ბევრ დაფარულ ფაქტს. ილიას მკვლელობა, თენგიზ სიმაშვილის თვალსაზრისით, ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი დიდი პოპულარობის გამო.
თენგიზ სიმაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტები საკმაოდ საინტერესოა და როგორც მკვლევარი ბრძანებს, პასუხი კითხვაზე - ,,ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე“? - გაცემულია.
ეს კი დოკუმენტური ფილმის - ,,ვინ მოკლა ილია?" - ელექტრონული მისამართი, სადაც აისახა თენგიზ სიმაშვილის მიერ მოძიებული დოკუმენტები: