ჩვენი პროგრამები

სსიპ  თელავის ისტორიული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება გთავაზობთ  სხვადასხვა  საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს. 
 
თელავის იტორიულ მუზეუმში 2019 წლის 20 თებერვლიდან დაიწყო ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. პროგრამები ხორციელდება პროექტის -"ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში"-ფარგლებში.
მოზარდებს საშუალება ექნებათ მათთვის მისაღები ფორმითა და მეთოდებით გაეცნონ შემდეგ პროგრამებს: "იმოგზაურე წარსულში" და "აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო".
პროექტი ხორციელდება ასოციაციის "ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" მიერ თელავის ისტორიულ მუზეუმთან პარტნიორობით, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის (KRDF) პროექტის "ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება მოწყვლადი დედებისა და ბავშვებისთვის" ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირი.
მუზეუმში  შემუშავდა  პროგრამები ,,იმოგზაურე წარსულში" და ,,აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო" . აღნიშნული პროგრამები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან ,რომლებიც მონაწილეებს მიეწოდებათ ადაპტირებული სახით ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე.
 
სამუზეუმო ექსპოზიციის სივრცეში თეორიული აქტივობების მიზანებია:
  • ახალი ინფორმაციის მიღება/გაანალიზება.
  • ასოციაციური აზროვნების გავარჯიშება.
  • ყურადღების კონცენტრირება.
  • მსჯელობის,თვითგამოხატვის და ვერბალური უნარების განვითარება.
  • ცხოვრებისეული გამოცდილების ახალ გარემოში გამოყენება.
ხოლო პროგრამების პრაქტიკული აქტივობების მიზნებია:
  • სოციალური უნარების განვითარება.
  • უცხო გარემოში ამოცანის გადაწყვეტის უნარის განვითარება.
  • თანამშრომლობა.
  • მსხვილი მოტორიკა.
  • წვრილი მოტორიკა.
  • ტაქტილური მგრძნობელობის განვითარება.        
 
პროექტის შედეგები:
  • დატრენინგდა მუზეუმის ყველა თანამშრომელი ,რომელთაც შეხება აქვთ ვიზიტორებთან.
  • შემუშავდა 2 საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის.
  • პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 150-ზე მეტმა ბენეფიციარმა.
  • შემუშავდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი,სადაც მოცემულია თითოეული პროგრამის აღწერა.
  • პროგრამების ფარგლებში შშმ ბავშვები მათთვის მისაღები ფორმიტა და მეთოდებით შეძლებენ მიიღონ მეტი ცოდნა და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • გაიზარდა მუზეუმის პოტენციალი და შესაძლებელი გახდა მისი რესურსის გამოყენება სამუზეუმო სივრცის ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით.
  • კომპლექსში შემავალი ერეკლე II -ს  სასახლე - მემორიალი ხელმისაწვდომი გახდა ეტლით მოსარგებლეთათვის.
 

დეტალური ინფორმაციის ან რაიმე კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ,ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი ვიზიტი მუზეუმში იყოს კომფორტული .

მისამართი: თელავი ერეკლე II -ის ქუჩა N1. ტელ: 557 984 111

პროგრამა "იმოგზაურე წარსულში" მოიცავს ორ ეტაპს: პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი ს...

20-02-2019

  პროგრამა "აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო" მოიცავს ორ ეტაპს: პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა...

20-02-2019