2019 წლის 26 ნოემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელშეწყობით გვესტუმრა კანადელი მკვლევარი - Helene Tremblay, რომელიც გახლავთ შთამაგონებელი სპიკერი.
მან 112 ქვეყანაში იმოგზაურა და 141 ოჯახის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება გაიზიარა. შემდეგ კი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა გამოსვლები თავისი საინტერესო მოგზაურობის შესახებ.
შეხვედრაზე, ქალბატონმა ჰელენმა გვიამბო თავისი უნიკალური გამოცდილების შესახებ.გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაზე . თუ რა მსგავსებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს და რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.რა ტრადიციები აქვთ ოჯახებში და რა ღირებულებებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი .