თელავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ თელავის მეოთხე საჯარო სკოლის IX ბ კლასის მოსწავლეები,- ეკა ერგემლიძის ხელმძღვანელობით.
თემა - ,,ერეკლე მეორე- მეფე და ეპოქა".
მოსწავლეებმა დაათვარიელეს მუზეუმი, იმსჯელეს მეფე ერეკლე მეორის როლზე ქვეყნის გაერთიანებასა და საგარეო პოლიტიკაში. მოამზადეს მოკლე პრეზენტაციები და საკონფერენციო დარბაზში წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები.
აქტივობამ ხელი შეუწყო ისტორიული ცოდნის განმტკიცებას, მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარებასა და ეროვნული ღირებულებების გაღრმავებას.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი
