24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო და მრავალმხრივი პრეზენტაციები თემაზე — „განათლების სათავეები“.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს განათლების განვითარების ისტორიული ეტაპები და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ცოდნის მნიშვნელობას ადამიანის და საზოგადოების განვითარებაში.
თელავის ისტორიული მუზეუმი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილესა და პედაგოგს ქალბატონ ნინო გიგინაშვილს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო პრეზენტაციებისათვის.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი



