ს.ს.ი.პ. ,, თელავის ისტორიული მუზეუმი" 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეუერთდა ყოველწლიურ აქციას ,,ღამე მუზეუმში"
18 მაისს მუზეუმი იმუშავა 10:00 სთ-დან 01:00 სთ-მდე.
ვიზიტორებისათვის მუზეუმის დათვალიერება იყო უფასო.
2019 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: ,,მუზეუმები ,როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციული მომავალი". ამ თემასთან დაკავშირებით მუზეუმში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
10:00 - 01:00 სთ - მუზეუმი ღია იყო ვიზიტორებისათვის.
11:00 - 12:00 სთ - მუზეუმის ვერანდაზე თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა დახატეს ,,ბატონის ციხის" მიმდებარე ტერიტორიების ხედები და შემდეგ გამოიფინა მათი ნამუშევრები.
12:00 - 13:00 სთ - ,,ქართული ტრადიციული სამოსის აღლუმი"
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მოაწყობეს პრეზენტაცია "კახთა მეფე ირაკლი".
13:00 - 14:00 სთ - მუზეუმის ამფითეატრში გაიმართეა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურთან არსებული ფოლკლორული ანსამბელების კონცერტი.
13:00 - 15:00 სთ - კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისის" ,ქვემო ალვნის განყოფილებამ და ალვნის ,,მუზეუმ სახელოსნო"- მ ერთობლივად წარმოადგენს თექის ნამუშევრების გამოფენა.
15:00 - 17:00 სთ - კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის განყოფილების და ალვნის ,,მუზეუმ სახელოსნოს " ლექტორებმა და სტუდენტებმა ერთობლივად ჩაატარეს მასტერკლასები ,,როგორ მოვთელოთ ტრადიციული მეთოდით თექა".
17:00 - 18:00 სთ - მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართეა ღონისძიება, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ტურიზმის დეპარტამენტის და თელავის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია "მუზეუმის როლი კულტურული ტურიზმის განვითარებაში'."
18:00 - 19:00 სთ - მეფის სასახლე-მემორიალის აივანზე გაიმართეა ფოლკლორული ანსამბლის ,,პატარა კახის " კონცერტი.
19:00 - 01:00 სთ - მუზეუმის ვერანდაზე გაიმართეა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურთან არსებული ბენდის კონცერტი