თელავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ თელავის მეოთხე სკოლის X ბ და Xგ კლასის მოსწავლეები პროექტის - " ევროპული მემკვიდრეობის კვირეულის" ფარგლებში , რომლის წლევანდელი თემაა "მდგრადი მემკვიდრეობა".
მათ დაათვარიელეს მუზეუმის ფონდსაცავში დაცული ლია ბაქრაძის მიერ შესრულებული ძველი თელავის უბნების ჩანახატები , კარებების და რიკულების გრაფიკული ნამუშევრები.
ამის შემდეგ, მოსწავლეებმა შეაგროვეს და წარმოადგინეს საკუთარი თვალით დანახული თელავის ურბანული პეიზაჟების ფოტო-მასალა. მეათე კლასის მოსწავლემ სალომე ბაბუნიძემ ისაუბრა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

 
  
  ჩვენ შესახებ
 ჩვენ შესახებ სიახლეები
 სიახლეები პუბლიკაციები
 პუბლიკაციები საჯარო ინფორმაცია
 საჯარო ინფორმაცია კონტაქტი
 კონტაქტი