2018 წლის 16 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბულიტირებული თელავის ისტორიული მუზეუმი. მან ისაუბრა ბატონის ციხის და თელავის ისტორიული მუზეუმის მნიშვნელობაზე როგორც საზოგადოებრივი, ასევე ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით.
2012 წლის შემდეგ, დამთვარიელებლებს პირველად შეეძლებათ მოინახულონ მუზეუმში დაცული 65 000 ექსპონატი: ბრინჯაოს ხანიდან შემონახული საბრძოლო და შრომის იარაღები, შუა საუკუნეების ჭურჭელი, ტრადიციული სამოსი, საბრძოლო აღჭურვილობა და სამხატვრო გალერეა, სადაც ქეთევან იაშვილის მიერ თელავის ისტორიული მუზეუმისთვის გადაცემული 200-მდე ორიგინალური შედევრი ინახება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი - სარა მაიკლი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი - გაგი ბუაძე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.