თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ერეკლე ალხანაშვილისა და ანა ზასეშვილის ნამუშევრებოს გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ახალგაზრდა წყვილის მიერ დამზადებული მაღალი ხარისხის საიუველირიო ნაწარმი, ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, საათები , ციფერბლატები და სხვა...
ერეკლემ და ანამ 2018 წელს, ერთად დაარსეს საიუველირო და ტიხრული მინანქრის სახელოსნო „სამკაო“. მათ შეიმუშავეს უნიკალური ტექნოლოგიები და მეთოდები, რომლებიც გამორჩეულს ხდის მათ ნამუშევრებს, რომლებიც აერთიანებს ამ ტრადიციულ ტექნიკას ხატვასა და ნახატთან.
მათი ნამუშევრები გაყიდულია 30-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი თანამშრომლობენ ერთ-ერთ წამყვან შვეიცარულ საათების მწარმოებელ ბრენდთან.
მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში. მათი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


