თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა თვითნასწავლი თელაველი მხატვრის ბექა ხუცურაულის პერსონალური გამოფენა. გამოფენას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მისი მეუღლის, ირინა ნოზაძის, ტიხრული მინანქრის ნამუშევრები.
გამოფენის გახსნას უამრავი სტუმარი დაესწრო ,რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს საზოგადოების დიდ ინტერესს ახალგაზრდა, ნიჭიერი და გამორჩეული ოჯახის შესანიშნავი შემოქმედების მიმართ.
ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენაც სწორედ მშობლიურ ქალაქში — თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო 2019 წელს და დღეს ხელოვანი უკვე მეორე პერსონალური გამოფენით დაუბრუნდა თავის საყვარელ ქალაქს.
მუზეუმის გადაწყვეტილებით, მხატვრის ორი ნამუშევარი — „კადრი გომბორიდან“ და „შემოდგომის მასპინძლობა“ — მუდმივ ექსპოზიციაში, აღიარებულ ქართველ მხატვრების ნამუშევრების გვერდით არის გამოფენილი.
ბექა ხუცურაულის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში — აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მის შესახებ წერენ მედიაში, კატალოგებში, 2014 წელს კი მისი ნამუშევარი „იასამნები“ მოხვდა „Imago Mundi“-ს საერთაშორისო კატალოგში...
მხატვარს აქვს განსაკუთრებული, ამოცნობადი ხელწერა — ფერების კოლორიტი, რომელიც მის ნამუშევრებს ინდივიდუალურობასა და სიღრმეს ანიჭებს და მნახველში საოცარ ემოციებს იწვევს.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი











