თელავის ისტორიულ მუზეუმში საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ აღნიშნა საფერავის საერთაშორისო დღე.
ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა „მასპინძლობის ფერები“, სადაც წარმოდგენილია თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდში დაცული უნიკალური ექსპონატები — ნიმუშები, რომლებიც ასახავს საქართველოს მდიდარ კულტურასა და მასპინძლობის ტრადიციებს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, მეღვინეები, სომელიეთა ასოციაციის წევრები და მოწვეული სტუმრები.
გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ. ასოციაცია არის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრი, რომელიც აერთიანებს 75 ქვეყანას.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი









