5 დეკემბერს , თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე წარმოდგენილია სოციალური საწარმო Dema – დემა, სსიდა – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ სოციალური საწარმო ცისარტყელა და სმენისა და მეტყველების სახლი თელავის სოციალური საწარმო „მოვუსმინოთ სამყარო“ ბენეფიციარების ნამუშევრები.
გამოფენის მთავარი მიზანია შევახსენოთ საკუთარ თავს და საზოგადოებას ,რომ თითოეული ადამიანი თანასწორია და თითეულის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი. წლევანდელი თემაც სწორედა ამას უსვამს ხაზს - ,,შშმ პირთათვის ინკლუზიური საზოგადოების განვითარება სოციალური პროგრესის ხელსეწყობის მიზნით".
გამოფენის გახსნის შემდეგ მუზეუმის პატარა მეგობრებმა ერთად მორთეს მუზეუმის ნაძვის ხე და დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები,
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და სტუმარს მხარდაჭერისათვის - ინკლუზიური საზოგადოება სწორედ ასეთი მხარდაჭერით იქმნება.
გამოფენა გაგრძელდება ორი კვირა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


















