ევროპული მემკვიდრეობის დღეები თელავის ისტორიულ მუზეუმში!
თელავის ისტორიული მუზეუმი ტრადიციულად შუერთდა სახალხო ინიციატივის უნიკალურ მაგალითს, ევროკავშირის და ევრო საბჭოს ერთობლივ წამოწყებას — „ევროპული მემკვიდრეობის დღეები 2025 “.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025 “–ს ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმი წლევანდელი თემის — „არქიტექტურული მემკვიდრეობა — ფანჯარა წარსულში, კარები მომავლისკენ“ — შესაბამისად, მუზეუმში მთელი კვირის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის , ერეკლე მეორის სასახლის აივანზე გამოიფინა ფოტო-მასალა, რომელიც ასახავს კახეთ-მეფეთა სასახლის ისტორიას — წარსულსა და აწმყოს შორის გზას. ფოტოები გვაჩვენებს კომპლექსის იერს რეაბილიტაციამდე და შემდგომ.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი





