თელავის ისტორიული მუზეუმი, 25 თებერვალს ,14:00 გაიხსნა მოქანდაკე თალიკო თოიძეს გამოფენა.
თალიკო თოიძე არის თანამედროვე ქართველი მოქანდაკე, რომლის შემოქმედება გამოირჩევა სტილიზებული ფორმებითა და მკაფიო კონცეპტუალური ხედვით.
მხატვარი მუშაობს როგორც ტრადიციულ მედიუმებში ,(ქვა, ლითონი, კერამიკა ) ისე შერეულ და ექსპერიმენტულ მასალებში.
თალიკო თოიძე აქტიურად მონაწილეობს ლოკალურ და საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში, მათ შორის ქანდაკების სიმპოზიუმებში. მას გამართული აქვს არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
საგამოფენო საქმიანობასთან ერთად, თალიკო თოიძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში: ატარებს ვორქშოფებსა და პრაქტიკულ სემინარებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა, მასალასთან უშუალო ურთიერთობის სწავლება და ახალი თაობის მხარდაჭერა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.
გამოფენა გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


