7 მარტს, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ,თელაველი თვითნასწავლი მხატვრის თეა ქურციკაშვილის მეორე პერსონალური გამოფენა — „გაზაფხული“.
გამოფენის გახსნას დაესწრო თელაველი საზოგადოება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მხატვრის შემოქმედების გულშემატკივრები და მეგობრები...
თეა ქურციკაშვილის შემოქმედება გამოირჩევა ფერების სითბოთი, ემოციითა და ბუნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, რაც გამოფენაზეც მკაფიოდ იკითხება.
აღსანიშნავია, რომ თეა ქურციკაშვილის პირველი პერსონალური გამოფენის მასპინძელიც სწორედ თელავის ისტორიული მუზეუმი იყო.
თეა ქურციკაშვილი არის თვითნასწავლი მხატვარი, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული და საკუთარ სამყაროს ფერებითა და ემოციებით გამორჩეულად გადმომცემი.
თეა ქურციკაშვილი დაიბადა თელავში.
დაამთავრა ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლა. სწავლობდა ელენე ახვლედიანის სახელობის თელავის სამხატვრო სკოლაში.
უმაღლესი განათლება მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში, ინგლისური ენის სპეციალობით.
2002–2017 წლებში მუშაობდა ინგლისური ენის პედაგოგად მეოთხე საჯარო სკოლაში.
2020 წლიდან არის სერტიფიცირებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტი.
ისრაელში გავლილი აქვს ტრენინგი არტ თერაპიაში — „არტ თერაპიული მიდგომები მოზარდთა ფსიქოლოგიაში“.
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში, მათ შორის „ფერთა მეტყველება“ (ნიუ-იორკი, აშშ).
მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2020 წელს სწორედ თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
გამოფენა გაგრძელდა 21 მარტის ჩათვლით.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი


