23 აპრილს ქეთევან იაშვილის დაბადების დღეა!
ადამიანის, რომლის კეთილშობილებამ და ხელოვნებისადმი სიყვარულმა განსაკუთრებული კვალი დატოვა თელავის ისტორიული მუზეუმის ისტორიაში.
ქეთევან იაშვილი იყო გამორჩეული მეცენატი ქალბატონი , რომელმაც წლების განმავლობაში დიდი სიყვარულითა და გემოვნებით შეგროვებული ფერწერული ტილოებისა და ანტიკვარული ნივთების 200-მდე ექსპონატი მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა. სწორედ ამ უნიკალურმა კოლექციამ დაუდო საფუძველი მისივე სახელობის სამხატვრო გალერეის დაარსებას , რომელიც დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა კულტურისა და ხელოვნების მოყვარულთათვის.
ქეთევან იაშვილის 143-ე დაბადების დღის აღსანიშნავად მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მისი კოლექციიდან შერჩეული ექსპონატები, რომელიც მუზეუმის ხელოვნების ფონდშია დაცული და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყურშიტაშვილი და გუბერნიის წარმომადგენელი ლეილა ლეგაშვილი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მუზეუმის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ყვავილებით შეამკეს ქეთევან იაშვილის საფლავი.
გამოფენა გაგრძელდა მიმდინარე წლის 30 აპრილამდე.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი












