20 სექტემბერს,თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ვიზუალური მხატვარ დიზაინერის ნინო მრელაშვილის გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის სახელია "ოტ კუტური იბერიიდან". აღნიშნული კოლექცია დამზადდა საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის "მუსიკალური ინსტრუმენტების,ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის,მათ შორის ფეხსაცმლის და აქსასუარების ოსტატთა ხელშეწყობა" გამარჯვებული პროექტის ფარგლებში .
ნინო მრელაშვილისათვის ეს უკვე რიგით მეორე გამოფენაა, რომელიც მოეწყო თელავის ისტორიულ მუზეუმში.
ნინოს დამთავრებული აქვს ქ.თელავის ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა. ქ.თბილისის ა.ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (მოდის დიზაინი).სახვით ხელოვნებაში,ფერწერაში აქვს საკუთარი სტილი.ნამუშევრებზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლება საკპატენტში (დეპონირება). მიღებული აქვს მონაწოლეობა არერთ გამოფენა აუქციონში როგორც,პერსონალურ ასევე ჯგუფურში. არის დამფუძნებელი ატელიესი ROYAL BRAND Nino Mrelashvili- ს.მიღებული აქვს მონაწილეობა თბილისის მოდის კვირეულზე.
გამოფენა გაგრძელდება 29 სექტემბრის ჩათვლით.