20 ოქტომბერს, თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა მხატვარ ვლადიმერ გელაშვილის ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა სახელწოდებით ,,ფუნჯით ნათქვამი".
ვლადიმერ გელაშვილი გახლავთ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია .იგი 1997 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი . მას პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში...
,,- ჩემი მეხსიერებიდან ,ბავშობის წლებიდან მოყოლებული რაც მახსოვს მუდამ ვხატავ, ვძერწავ, ვჭრი, თითქმის სალაპარაკო დრო არ მრჩებოდა.ასე მივჯაჭვე ფუნჯს დღემდე,არც ერთი დღე არ მიღალატია მისთვის და ჩემს ყველა სათქმელს ფუნჯს ვანდობ,რომლის მცირე ნაწილსაც მოკრძალებით წარმოგიდგენთ დღევანდელ გამოფენაზე" ... განაცხადა მხატვარმა
გამოფენა-გაყიდვა გაგრძელდება 3 ნოემბრამდე.