2 მაისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმი გიწვევთ, პოეტისა და თვითნასწავლი მხატვრის, ქველმოქმედი ქალბატონის , პატრიცია დელონის Patricia Delon პერსონალური გამოფენის - ,,შენს საუფლოში გავბედე მოსვლა“ გახსნაზე .
პატრიცია დელონი გახლავთ ქართველი ებრაელი ქალბატონი. მას ადრეულ ასაკში მოუწია სამშობლოს დატოვება,თუმცა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა ის ისევ საქართველოში დააბრუნა.
მხატვრის ინსპირაცია ქალის თემატიკაა. მას დახატული აქვს ასი სხვადასხვა ხასიათის მქონე ქალის სახე და ყველა ქალს თავისი გამორჩეული ისტორია აქვს, რასაც მნახველის თვალი ადვილად შეამჩნევს. მის მიერ ტილოზე გაცოცხლებული თითოეული პერსონაჟი საკუთარ ამბავს ყვება, ამბავს , რომელსაც ვხედავთ, ვგრძნობთ და განვიცდით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ასევე მხატვარის ექვსი პოეტური კრებული და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ეზიარონ მის შესანიშნავ პოეზიას.
პატრიცია დელონმა, ყოველი ახალი წიგნის გაცოცხლებაზე თბილისში გრანდიოზული თეატრალური საღამოები უჩვენა მაყურებელს, რომელსაც მისი ახალი მხატრული ტილოები ამშვენებდა. მხატვარს მოწყობილი აქვს სამი პერსონალური გამოფენა საქართველოში და ერთი ისრაელში. მისი ნახატები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში ,ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ: ისრაელში, უკრაინაში, ბელგიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ხელოვანს თბილისში აქვს საკუთარი გალერეა, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის 29 -ში, თავისივე პატარა ბუტიკ სასტუმრო - ,,Galleri art hotel“- ში .
გამოფენა გაგრძელდება ორი კვირა.
გთხოვთ , მობრძანდეთ!