თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს, თელაველი თვითნასწავლი ხელოვანი ქალბატონის - ლია ხარაშვილის ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვას.
ლია ხარაშვილი დაიბადა ქალაქ თელავში 1965 წლის 20 ნოემბერს . იგი 1985 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა ეროვნული ტანსაცმლის კერვისა და ქარგვის მასწავლებლად იყალთოს პროფესიულ სასწავლებელში. ამჟამად არის დიასახლისი და დაკავებულია საყვარელი საქმიანობით...