3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა!
ეს დღე, 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თელავის ისტორიული მუზეუმი მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით , ტრადიციულად მასპინძლობს შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვას, რომელიც გაგრძელდება 25 დეკემბრამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილია სოციალური საწარმო Dema - დემა - ს , სმენის და მეტყველების სახლი თელავში - ს სოციალური საწარმო -,, მოვუსმინოთ სამყარო" ს და - სსიდა - ,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის " სოციალური საწარმო - ცისარტყელა"- ს ბენეფიციარების ნამუშევრები .
გამოფენის გახსნის შემდეგ მუზეუმის პატარა მეგობრებმა დაათვალიერეს First Wish Art Gallery -ს საერთაშორისო გამოფენა და სამახსოვრო სურათები გადაიღეს უცხოელ მხატვრებთან ერთად.