თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დამაარსებლისა და თელავის საპატიო მოქალაქის - სერგო ასლანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
სერგო ასლანიშვილი გახლდათ 1962 წელს დაფუძნებული სამხატვრო სკოლის დირექტორი... 2009 წელს მას თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სერგო ასლანიშვილის ოჯახის წევრები, მისი მოსწავლეები და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ამჟამინდელი მოსწავლეები.
სერგო ასლანიშვილის ნამუშევრები 2 კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი...