თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა თელაველი ხელოვანის დიმა ორკოდაშვილის პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ტილოები,სადაც პორტრეტული ჟანრის ნამუშევრები ჭარბობს.
მხატვრისათვის ეს მეორე პერსონალური გამოფენაა თელავის ისტორიულ მუზეუმში. ასევე ,მას პერსონალური გამოფენა მოაწყობილი აქვს ესპანეთში, სერვანტესის სახელობის თეატრში. მონაწილეობა აქვს მიღებული ბევრ გამოფენებში , კონკურსებში, როგორც საქართველოში ,ასევე მის ფარგლებს გარეთ.
დიმა ორკოდაშვილი ასევე მუშაობს დაწნული ავეჯის წარმოებაზე. ქმნის განსხვავებულ გრეხილ ავეჯს. ძირითადად საქანელა სავარძლებზე და ტრანსფორმერ ავეჯზე მუშაობს. ხელოვანმა თავის სახელოსნოს და ნაკეთობებს ,,ხვეულა“ დაარქვა.
გამოფენა გაგრძელდება 8 აპრილამდე.