2018 წლის 16 მაისს გაიხსნა ს.ს.ი.პ თელავის ისტორიული მუზეუმი ,რომელიც ადაპტირებულია ყველანაირი დამთვარიელებლისათვის. მუზეუმში საგამოფენო სივრცეებთან ერთად არის საკონფერენციო დარბაზი,რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და გათვლილია მაქსიმუმ 70 კაცზე.
საკონფერენციო დარბაზი გამოფენების,ლექციების, პრეზენტაციების, შეხვედრების, ფილმების ჩვენებების, სალონური საღამოების და სესიებისათვის იდეალურ სივრცეს წარმოადგენს.
გახსნის დღიდანვე საკონფერენციო დარბაზი წარმატებით ასრულებს მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას - საზოგადოებასთან კავშირს. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს და დაესწრნონ საინტერესო შეხვედრებს.
აუდიტორიის გახსნამ ხელი შეუწყო მუზეუმს, რათა განესაზღვრა საზოგადოების ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ინტერესები და შესაბამისი მიმართულებით წარემართა მუზეუმის განვითარება. 2018 წლის ოქტომბერში მუზეუმის საკონფერენციო დარბაზს მიენიჭა ელისო ვირსალაძის სახელი.